ქუთაისის არქივს ახალი შენობა აქვს

13 ივლისი, 2017

2017 წლის  12 ივლისს  საარქივო სამმართველოს უფროსი ქალბატონი მაია ივანიშვილი და  საარქივო სამმართველოს თანამშრომლები  ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალი შენობის გახსნას დაესწრნენ.  იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზეიმოდ გახსნა ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობა, სადაც ერთ მილიონამდე საარქივო საქმე  თანამედროვე სტანდარტების საარქივო საცავებში განთავსდება.

ქუთაისის ცენტრალური არქივი გამორჩეულია  ფონდებით და კოლექციებით- აქ დაცულია დოკუმენტები მეთვრამეტე საუკუნიდან დღემდე და მათი დაცვისათვის სათანადო პირობების შექმნა მომავალი თაობებისთვის საარქივო საგანძურის შემონახვას ემსახურება.  იუსტიციის მინისტრის  თეა წულუკიანის ინიციატივით ქუთაისის ცენტრალურ არქივს პირველად აქვს ახალი შენობა, რომელიც დაპროექტებული და აგებულია საგანგებოდ საარქივო საჭიროებისამებრ. ქუთაისის ცენტრალურ არქივში თავს მოიყრის ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედიის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ხონის, ვანის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის  საარქივო მასალები.


იხილეთ ბმული 


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები