ბათუმი-ურეკი-ბათუმის ახალი მატარებელი დღეში 4 ლარად ივლის

13 ივლისი, 2017

ბათუმი-ურეკს შორის ახალი მატარებელი დაინიშნა. სარკინიგზო რეისი ბათუმი-ურეკი-ბათუმი ყოველდღე, დღეში ორჯერ შესრულდება და ბილეთის ღირებულება 4 ლარი იქნება. დღეს, სპეციალურად ზაფხულის ტურისტული სეზონისა და ამ კონკრეტული მიმართულებისთვის მოწყობილი მატარებელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ დაჩი ცაგურიასთან ერთად მოინახულა.

300 მგზავრზე გათვლილი მატარებელი ბათუმიდან ურეკის მიმართულებით ყოველდღე 15:55 წუთზე, ასევე 19:20-ზე გავა, ურეკიდან ბათუმში კი 17:10-სა და 20:45 წუთზე დაბრუნდება. მგზავრობის ხანგძლივობა ერთ საათსა და 5 წუთს შეადგენს. მატარებლის ბილეთის შეძენა ჩვეულებრივ ფეობოქსების აპარატებით, ვებგვერდებსა და რკინიგზის სადგურის  სალაროებშია შესაძლებელი, თუმცა ბათუმსა და ურეკს შორის არსებული სადგურებიდან მატარებელში ასულ მგზავრებს ბილეთის საფასურის გადახდა ვაგონშივე შეუძლიათ. ბათუმი-ურეკის მატარებელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის ერთობლივი პროექტია.

“მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რკინიგზას, რადგან ეს არის ძალიან სწორად გააზრებული პროექტი, რომელიც მოემსახურება ტურისტებსა და ვიზიტორებს და არამარტო მათ. ეს არის ალტერნატიული სატრანსპორტო შესაძლებლობა  ადამიანებისთვის, რომ ისინი კონკრეტულ  ლოკაციებამდე მივიყვანოთ, ეს იქნება მწვანე კონცხი, ბოტანიკური ბაღი, ქობულეთი, ჩაქვი თუ ურეკი. ეს პროექტი განტვირთავს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის მაგისტრალზე ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე არსებულ გადატვირთულ მორაობას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ადამიანებს შევთავაზოთ იაფი, ეკოლოგიურად სუფრთა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ზაფხულის სეზონზეა გათვლილი,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.


კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები