სამშობიარო სახლებს შესაბამისი დონეები მიენიჭათ

14 ივლისი, 2017

დღეს აჭარაში პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებში რეგიონის ათამდე სამედიცინო დაწესებულებებ მინიჭებული პერინატალური დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაცა.  

კონფერენციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პერინატალური მომსახურების პირველი დონე მიენიჭა - ხულოს, შუახევისა და ქედის სამედიცინო ცენტრებს, მეორე დონე - ქ. ბათუმის სამშობიარო სახლს, საზღვაო ჰოსპიტალს და ქობულეთის რეგიონულ ცენტრს, მეორე-მესამე დონე მიენიჭა ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს, ხოლო პირველი დონე დააკმაყოფილა - ჯანმრთელობის ცენტრმა „მედინა“ და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა.  

შეხვედრაზე პროვაიდერებთან ერთად განხილულ იქნა პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების მუშაობის შედეგების ანალიზი, ახალი მოთხოვნებისადმი  შესაბამისობის კუთხით.

პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაცია არის პერინატოლოგიაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სისტემური რეფორმა. რომელსაც ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტრო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად  გააუმჯობესებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას და შესაბამისად შეამცირებს  ავადობისა და სიკვდილობის მაჩვენებლებს.

პროექტის განხორციელება პილოტის სახით დაიწყო იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების პერინატალურ დაწესებულებებში, 2015 წლის 1 მაისიდან, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით.  2015 წლის ოქტომბრიდან პროექტი გავრცელდა ,,Rotary Clubs”-ის, გაეროს ბავშვთა ფონდისგაეროს მოსახლეობის ფონდის და ,,World Vision”- საქართველოს  მხარდაჭერით და პროექტში ჩაერთო თბილისი, ქვემო ქართლისაჭარის, გურიის,  სამეგრელო-ზემო სვანეთის,  მცხეთა-მთიანეთისშიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სულ შეფასდა 107 სამეანო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, მათ შორის  აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 25.

ქვეყნის მასშტაბით 70 პერინატალური სერვისის მიმწოდებელი კლინიკა,   მათ შორის აჭარის, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  17 პერინატალური სერვისის განმახორციელებელი დაწესებულება უკვე განაგრძობს პერინატალურ მომსახურებას შესაბამისი, მათთვის მინიჭებული დონის მიხედვით


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები