ხულოში ბინას 14 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს

14 ივლისი, 2017

ხულოს სოციალურ სახლში ბინას კიდევ 14 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

სხდომაზე დაზარალებული ოჯახების მონაცემები ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ წარადგინა.

ხულოს სოციალური სახლი 72 ბინიანია, კომისიის მიერ 45 ოჯახზე დადებითი გადაწყვეტილება გასულ სხდომებზეა მიღებული, თუ ვინ მიიღებს დარჩენილ 13 ბინას, ეს ცნობილი  მომდევნო კვირის ბოლოს გახდება.

დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთი ოჯახის შესახებაც იმსჯელეს, შარაშიძეების ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი გამოეყოფა. 


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები