ზურაბ პატარაძემ ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა

07 აგვისტო, 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხულოს ალპური ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.

ალპური ბოტანიკური ბაღის გაშენების სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე მომზადებულია არსებული ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუქა. დამუშავებულია ტერიტორიის ზონირების ინფრასტრუქტურული და საინჟინრო რუქები. ასევე მომზადდა და დამტკიცებულია ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების დოკუმენტი. მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდა ტერიტორიის შემოღობვის სამშენებლო სამუშაოები.

ალპური ბოტანიკური ბაღით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდა. ორგანიზაცია "მერსი ქორფსი"-ის დაფინანსებით შეძენილია სამშენებლო პროექტი, რომელიც ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის, ბილეთების გასაყიდი ჯიხურის, საპირფარეშოების, სეპტიკების, ავტოსადგომის, მეფუტკრის სახლის და ტერიტორიის შემოღობვის მშენებლობას მოიცავს.

გოდერძის ალპური ბაღის დაფუძნების მიზნით 2016 წელს ა(ა)-იპ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადასცა ხულოს რაიონში კურორტ ბეშუმში მდებარე 96 344,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ამავე წელს "აჭარისწყალი ჯორჯია"-სა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ალპურ ბაღში რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად 100,000 აშშ დოლარით კომპანიამ დააფინანსა სამუშაოები. თანხის ჩარიცხვა 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს ავტოსადგომის საპირფარეშოების, სეპტიკების და კანალიზაციის, ბილეთების გასაყიდი ჯიხურის სამშენებლო სამუშაოები. შემდეგ ეტაპზე მიმდინარე წელს დაგეგმილია მეფუტკრის სახლისა და ხის სახლის მშენებლობა, რაზედაც გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი. ამავდროულად მიმდინარეობს წყაროს, საპიკნიკე სივრცის, გზების და ბილიკების მოწყობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.


კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები