ზურაბ პატარაძემ შშმ პირის სტატუსის მქონე მეომრები მოინახულა

08 აგვისტო, 2017

დღეს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული შშმ პირის სტატუსის მეომრები - მალხაზ მელაძე და ხვიჩა შაქარიშვილი მოინახულეს და სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 3000 - 3000 ლარი გადასცეს. მალხაზ მელაძესა და ხვიჩა შაქარიშვილს აჭარის მთავრობამ, 2015 წელს, საკუთრებაში საცხოვრებელი ბინებიც გადასცა.

„მიხარია, რომ დღეს ვიმყოფებით ჩვენი გმირის ოჯახში, რომელიც სამწუხაროდ დაშავდა ომის დროს. მას შშმ პირის სტატუსი მიენიჭა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია და ჩვენ გვიხარია, რომ დღეს ის ოჯახთან ერთად გვმასპინძლობს. მიხარია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა და ყველა ჩვენს გმირს, რომელსაც შშმ პირის სტატუსი აქვს, ერთჯერადად გადაეცემა თანხა 3000 ლარის ოდენობით. დარწმუნებული ვარ სახელმწიფო ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი გმირების საკეთილდღეოდ,“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.  

 აჭარის მთავრობა, სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე შშმ მეომრებს ფულად დახმარებას წელს პირველად უწევს. ვეტერანთა საბჭოსა და მეომართა მომართვის სამუძველზე უწყებამ პროგრამაში ცვლილება განახორციელა და ამიერიდან დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებთან ერთად ფულად დახმარებას ომის მონაწილე 3 შშმ სტატუსის მქონე ვეტერანიც მიიღებს. 

2017 წელს, „2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის“ ბიუჯეტი 92 000 ლარს შედგენს. ამავე პროგრამის ფარგლებში, 8 აგვისტოს, 3000-3000 ლარს, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული 20 მეომრის ოჯახი მიიღებს. დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით 1000-1000 ლარი დაღუპული მეომრების 23 დედასა და მეუღლეს გადაეცა.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები