300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის მუნიციპალიტეტებში

09 აგვისტო, 2017

აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებს ხუთივე მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა. 

„აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ 2017 წელს განხორციელდება 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. დღევანდელ სხდომაზე მოთხოვნილი იქნა ხუთივე მუნიციპალიტეტში 42 ხელოვნურ ნაგებობის, მათ შორის ერთი ხიდის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსები 1 255 631 ლარის ოდენობით. 41 ლოკაციაზე უნდა განხორციელდეს ფერდსამაგრი სამუშაოები, რისთვისაც კეთდება საყრდენი კედლები. პროექტები 42 -ვე ობიექტთან დაკავშირებით მიმდინარე წლის შევიძინეთ. ყველა პროექტს აქვს საპროექტი-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და გეოლოგიური დასკვნები. პროექტებიდან 1 ხიდი შენდება ქედაში, დანარჩენი 41 პროექტი გადანაწილებულია ხუთივე მუნიციპალიტეტში“ - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი. 

აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ ხაზი გაუსვა აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებს. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, არაერთხელ დაესწრო გზების მოასფალტებისა და ბეტონის საფარის დაგების პროცესს აჭარის სხვადასხვა სოფელში. მისი თქმით, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა არის ყველაზე მთავარი ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. „მხოლოდ მიმდინარე წელს 300-ზე მეტი პროექტია დაგეგმილი აჭარის მუნიციპალიტეტებში და მათი 85 % დასრულებულია, ან მიმდინარე პროპცესშია. სულ რეგიონს 87 კმ ახალი ასფალტის საფარიანი გზა ექნება, რაც შთამბეჭდავი ციფრია“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე დღეს 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ იმსჯელეს. რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 17 200 000 ლარი. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებელი თანხა საერთო ჯამში შეადგენს 3 565 283 ლარს. 

აღნიშნული თანხით განხორციელდება შემდეგი პროექტები: ბათუმში მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობისა და კომუნალური სისტემების მოწესრიგების პროექტები, ასევე რესტავრაცია ჩაუტარდება მრავალსართულიანი სახლების ძველ ლიფტებს და აუცილებლობის შემთხვევაში დამონტაჟდება ახალი ლიტფები. მოეწყობა ქუჩები გონიო-კვარიათის დასახლებებში. თანხები გათვალისწინებული იქნება ასევე ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების სამუშაოებისა და ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ნაგავმზიდი მანქანის შეიძენისათვის.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები