ზურაბ პატარაძე 26 მაისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

10 აგვისტო, 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ე.წ. ჭაობის დასახლებაში გზების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად გაეცნო. ამ პერიოდისათვის 26 მაისის, ვაჟა ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩების მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

26 მაისის ქუჩის სარებილიტაციო სამუშაოები დამამთავრებელ ეტაპზეა. ამ პერიოდისათვის ქუჩაზე ჩაიდო 1000 გრძ.მ სანიაღვრე მილი, მოეწყო 42 სანიაღვრე ჭა, ხოლო გზაჯვარედინებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 32 საკომუნიკაციო ჭა და საკომუნიკაციო მილები, ქუჩაზე განთავსდა ბაზალტის ბორდიურები და სავალ ნაწილზე დაიგო 6143 მ2 ასფალტო-ბეტონის საფარის ორი ფენა. პარალერულად მიმდინარეობს ვაჟა ფშაველას ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები.

კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები