ახალ სასწავლო წელს სოფელი ახო განახლებული სკოლით შეხვდება

06 სექტემბერი, 2017

ახალ სასწავლო წელს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოსა და ცხმორისში ახალრეაბილიტირებულ სკოლებში განახლდება სასწავლო პროცესი. დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ, სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ჯემალ სურმანიძემ და ქედის რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა სოფელ ახოს ახალრეაბილიტირებულ სკოლა დაათვალიერეს. „ახოს საჯარო სკოლაში 100-მდე მოსწავლე სწავლობს. წლების განმავლობაში სასწავლო პროცესი სრულიად შეუსაბამო გარემოში მიმდინარეობდა.სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახოს საჯარო სკოლას და აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით“- აღნიშნა სულიკო თებიძემ.

„საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ პროგრამის ფარგლებში სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, სპორტ დარბაზი, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებისათვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „წყარო“. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 380 000 ლარი.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები