სულიკო თებიძე ქედის მუნიციპალიტეტში დირექტორებს შეხვდა

07 სექტემბერი, 2017

ქედის რესურსცენტრში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ჯემალ სურმანიძე და ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე დირექტორებმა მინისტრის პირველ მოადგილეს სასწავლო წლის სამზადისის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დირექტორების ცნობით წელს მუნიციპალიტეტის სკოლები ახალი სასწავლი წლისთვის სრულ მზადყოფნაშია და სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში 15 სექტემბერს განახლდება. ახალ სასწავლო წელს განახლებულ და ახალი ინვენტარით აღჭურვილ სკოლაში გააგრძელებენ სწავლას სოფელ ახოსა და ცხმორისის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ დირექტორებს ის პროექტები გააცნო,რომელსაც სამინისტრო 2018 წელს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განახორციელებს. 2018 წელს იგეგმება დაბა ქედის, ძენწმანის, ქვედა მახუნცეთისა და წონიარისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, ასევე იგეგმება დაბა ქედის საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები