დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

11 სექტემბერი, 2017

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ქობულეთის N3, სახალვაშოს, კვირიკე N1, ზედა დაგვას და ალამბრის საჯარო სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და კეთილმოეწყო გორგაძეების და ოჩხამურის საჯარო სკოლების სპორტული დარბაზები. სოფელ დაგვასა და კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ და სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ჯემალ სურმანიძემ დაათვალიერეს. სამინისტროს პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში ზედა დაგვის საჯარო სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით შეიცვალა სახურავი,კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყო ლითონის ღობე და ეზოში დაიგო ბეტონის ფილა. სამუშაოები შეასრულა ტენდეში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „წყარო“. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 106 000 ლარი. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა კვირიკეს N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია. გათვალისწინებული იქნა სახანძრო სიგნალიზაციისა და ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოები. შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის მოეწყო პანდუსი, ეზოში დაიგო ბეტონის ფილა.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები