აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2018 წლის პროგრამების პროექტების განხილვა

11 სექტემბერი, 2017

11 სექტემბერს, ბათუმისქალთა ოთახშიგაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის პროგრამების პროექტების განხილვა.

სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტია, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდამათი სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა.

გეგმის თანახმად, 2018 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 1 136 095 ლარით იზრდება და 16 889 755 ლარი იქნება. მომავალ წელს სამინისტრო 33 პროგრამას განახორციელებს, აქედან 7 ახალი პროგრამის ამოქმედებაა დაგეგმილი. პროგრამების დაფინანსება 14 146 265 ლარით იგეგმება. სამინისტროსთვის პრიორიტეტია, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა.

2018 წლის პროგრამული სიახლეები:

სამინისტრო მომავალ წელს გეგმავს, რეგიონის მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას. ქვეპროგრამით განიხილება იმ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  პროგრამით "მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში."ქვეპროგრამით  პირველი  რიგის  პრიორიტეტი  ენიჭებათ  18 წლამდე ასაკის ბავშვებს, შშმ პირებს და სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს.   ბენეფიციარებს  ქვეპროგრამის  ფარგლებში დაუფინანსდებათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური  პროგრამით  დაფინანსებული თანაგადახდა (წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურდან დარჩენილი თანხა)     70 %-ით, მაგრამ არაუმეტეს  15 000 ლარისა (ეროვნულ ვალუტაში დახმარების დღისათვის არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით).   

 

ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება - ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამაში. თუ აქამდე პროგრამის ბენეფიციარებს 200 000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები წარმოადგენდნენ, 2018 წლიდან ჩამონათვალს შშ სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; მრავალშვილიანი ოჯახის წევრები; უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი; უსახლკაროები; მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები შეემატებათ.

გარდა ამისა ქვეპროგრამით მოხდება ძვირადღირებული ახალი კვლევების დაფინანსება: 1. მსხვილი ნაწლავის კომპიუტერული ტომოგრაფია. 2. საშარდე გზების კომპიუტერული ტომოგრაფია. 3. კომპიუტერული ტომოგრაფიული კორონაროგრაფია. 4. პოზიტრონ - ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია.

2018 წლიდან, რეგიონის მოსახლეობას, გულის ქირურგია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაუფინანსდება. სამინისტრო კი განახორციელებს თანადაფინანსებას განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის ფარგლებში, გეგმიური და ურგენტული სამედიცინო მომსახურების დროსაც. პროგრამისათვის განკუთვნილი ფინანსური რესურსი გამოყენებული იქნება მიზნობრივი ჯგუფებისათვის და დაგეგმილი ახალი პროგრამების დასაფინანსებლად.

ცვლილება იგეგმება - მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, სახსრების ენდოპროტეზირებისა დაონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურებისპროგრამების დაფინანსების წესში.

სამინისტრო გეგმავს აამოქმედოს ახალი პროგრამა - აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს 2 წლიდან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსებას.

შშ სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სავარძელ-ეტლებთან და სმენის აპარატებთან ერთად დაგეგმილია, სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, რძოდ: ფუნქციური საწოლით, ჟანგბადის კონცენტრატორით, ნახველის ამოსაღები აპარატით, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბით, ხმის წარმომქმნელი (ლარინგექტომიის შ/მდგომარეობა) აპარატით, ძვალში ჩასანერგი სამაგრი რკალიანი  სმენის აპარატით (ბავშვებისათვის), კოხლეარული იმპლანტის პროცესორით, შშმ პირთათვის ადაპტირებული სავარძელ-ეტლითა და ელექტრო-ეტლით უზრუნველყოფა. აღნიშნული სიახლეები ხელს შეუწყობს არა მარტო ბენეფიციართა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ ნევროლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების შედეგად ხანგრძლივად მწოლიარე შშმ პირთა ოჯახების დახმარებასაც.

იხილეთ 2018 წლის პროგრამების პროექტების ელექტრონული ვერსია: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=598270&gid=3


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები