სამინისტროს 2018 წლის პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართება

12 სექტემბერი, 2017

2017 წლის 13 სექტემბერს, 11:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული დაწესებულებების 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა.
 
შეხვედრაზე მოწვეულები არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელები, სამინისტროს დეპარტამენტებისა და განყოფილებების უფროსები, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დასწრება თავისუფალია.
 
საჯარო შეხვედრა დისკუსიის ფორმატით წარიმართება. დაინტერესებული მხარეების შენიშვნები და რეკომენდაციები პროგრამების საბოლოო ვერსიაში იქნება ასახული.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები