მეორე საერთაშორისო კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში

13 სექტემბერი, 2017

2017 წლის, 15-17 სექტემბერს, სასტუმრო SHERATON” -ში, გაიმართება საქართველოს II -ე საერთაშორისო კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში. კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ის ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის მხარდაჭერით (პროფესორი გ.გრიგოლია) ასევე ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის კავშირი (პროფესორი მ.ჩხაიძე),  აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

კონფერენციის სამუშაო პროცესში და მომზადებაში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სფერის წარმომადგენლები.

სამუშაო დღეების ფარგლებში ჩატარდება 3 (სამი) ვორკშოპი, რომელთაგან ერთი ეხება რეგიონალურ ანესთეზიას, ანესთეზიის რეგიონალური ასოციაციის გერმანია (ბერლინი) სერთიფიფატის გაცემის უფლებით.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სკიკერები აშშ –დან,  საქართველოდან,  დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სასომხეთიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან  და ა.შ.

კონფერენციის დასწრების სავარაუდო რაოდენობა 350-400 დელეგატი.

აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი და საინტერესოა ანესტეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის, გადაუდებელი მედიცინის, მეანობის, პულმონოლოგიის და სხვა სფეროებში მომუშავე ექიმებისა და მედდებისათვის.

პრაქტიკულად კონფერენცია ორგანიზიულად აერთიანებს ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგიისა და გადაუდებელი მედიცინის მუშაკებს,  მთელი საქართველოს მაშტაბით.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები