შეხვედრა პროექტის - «We are all United» მონაწილეებთან

09 ოქტომბერი, 2017

აჭარაში "იძულებით გადაადგილებულ პირთა და ტოლვილების შესახებპროექტის მონაწილეები იმყოფებიან. პროექტი ერასმუს + მიერ ფინანსდება და მასში ჩრათულია 30 ახალგაზრდა საქართველოდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, ხორვატიიდან და ბელგიიდან.  

პროექტის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე შეხვდნენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა, მონწილებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ტოლვილთა შესახებ სახელმწიფო სტრატეგია გააცნეს, ისაუბრეს ამ კუთხით განხორციელებულ პროექტებზე და უპასუხეს  შეკითხვებს.

«We are all United» პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს ახალგაზრდული ცენტრი» ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, . ქობულეთში, 5  – 11 ოქტომბერს ტარდება 7 დღიანი ტრენინ კურსი.

პროექტის მიზანია ახალგაზრდები გაეცნონ სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ტოლვილების შესახებ. გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება და შეიმუშაონ სამომავლო პროექტები თუ როგორ შეუწყონ ხელი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ტოლვილების აქტიურ ჩართვას სამოქალაქო ცხოვრებაში. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციების, ადათ-წესების, ხალხური სიმღერების, ტრადიციული ცეკვების და ტრადიციული სამზარეულოს შესახებ 


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები