''National Geographic Traveler'' აჭარის შესახებ სტატიებსა და ვიდეოს მოამზადებს

10 ოქტომბერი, 2017

National Geographic Traveler”-ის ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს. ოქტომბრის ბოლომდე კი რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადებული სტატია, ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი ჟურნალის პოლონურ გამოცემაში გამოქვეყნდება. სტუმრები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში სტუმრობდნენ.

 

რეგიონში მოგზაურობა ჟურნალისტებმა ბათუმიდან დაიწყეს და კურურტ „გოდერძი“-ზე დაასრულეს. მათ ობიექტივში მოხვდა მთიანი აჭარის ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული პროდუქტები, მათ შორის ქედის ღვინის გზა და მასზე არსებული ღვინის მარნები, ვენახები და თაღოვანი ხიდები. კურორტი „გოდერძი“ და მწვანე ტბის ტურისტული მარშრუტი ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მთიან აჭარაში მოგზაურობისას პრესტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი კერძებიც დაეგემოვნებინათ და ფოლკლორს გაცნობოდნენ.

 

„National Geographic Traveler”-ის ჟურნალისტებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობებიც გადაიღეს და დაესწრნენ სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“, რომლის ფარგლებშიც ევროპის მოედანზე აჭარული სოფელი იყო წარმოდგენილი.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, რეგიონის პოპულარიზაციისა და დადებითი იმიჯის ჩამოსაყალიბებლად, წელს 20-მდე პრესტურს გაუწია ორგანიზება,  რომლის შედეგად რეგიონს 170-ზე მეტი ჟურნალისტი სტუმრობდა.

კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები