მასტერკლასები „სასცენო მოძრაობისა და რიტმიკის სწავლების თანამედროვე პრაქტიკაში“

11 ოქტომბერი, 2017

სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები დოდო ჩოგოვაძე და შოთა გეგიაძე სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის N51 აუდიტორიაში ჩაატარებენ მასტერკლასებს „სასცენო მოძრაობისა და რიტმიკის სწავლების თანამედროვე პრაქტიკაში“.

სასცენო მოძრაობის და რიტმიკის დისციპლინები სამსახიობო ოსტატობის კომპლექსური სწავლების აუცილებელი პროგრამული ელემენტია. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეული სპეციალისტები სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებით სტუდენტებისათვის ჩაატარებენ მასტერკლასებს - პრაქტიკულ მეცადინეობებს, რიტმიკის (დოდო ჩოგოვაძე) და სასცენო მოძრაობის (შოთა გეგიაძე) მიმართულებით.

მასტერკლასები ჩატარდება მიმდინარე წლის  18,19,20 ოქტომბერს რიტმიკაში 11:00 საათზე,  სასცენო მოძრაობაში - 16:00  საათზე.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები