უპრეცედენტო ინვესტიცია მწვანე კონცხზე

07 ნოემბერი, 2017

►აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად მწვანე კონცხზე იმყოფებოდა, სადაც რეგიონის ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო პროექტი იწყება.

►საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი მწვანე კონცხზე ხუთვარსკვლავიან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექსს აშენებს. 
►პროექტი უპრეცედენტოა თავისი შინაარსიდან გამომდინარე.იგი საბაგირო გზით მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს დააკავშირებს. 
►სამკურნალო-გამჯანსაღებელი კომპლექსი, დამსვენებლებს წელიწადის ნებისმიერ დროს მოემსახურება, რაც ოთხი სეზონის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
►25 წელზე მეტია, რაც მწვანე კონცხზე 80-იან წლებში მოწყობილი ღია სავარძლიანი საბაგირო გზა დანგრეულია და აღარ ფუნქციონირებს. 
►პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტის გერმანული კომპანია, "დოპელმაიერის" მიერ ახალი, საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზა მოეწყობა, რომლის გამტარობაც დღეში 5000 ადამიანი იქნება და ნებისმიერი მსურველი ზღვიდან რამდენიმე წუთში მწვანე კონცხზე აღმოჩნდება. 
►საბაგიროს განვითარების ფარგლებში ქვედა სადგურის მიმდებარედ მოეწყობა კაფე-რესტორანი და საცუარაო აუზი.
►პროექტისთვის საჭირო მიწის ფართობი კომპანიამ შეიძინა საბაზრო ფასად, კომპლექსის მიმდებარე სანაპირო ზოლი, როგორც დაგეგმილი იყო, იქნება ღია და საზოგადოებრივი დანიშნულების.

"ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციას ეყრება საფუძველი. ეს არის დაახლოებით 110 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი. კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის მშენებლობას ახორციელებს. საუბარია საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეების არსებობაზე. ეს არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმო კომპელქსი. პლიაჟი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბუნებრივია არ გასხვისებულა და ის არც სარგებლობის უფლებით გაცემულა, მის მოვლა-პატრონობას სახელმწიფო განახორციელებს" - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ. 


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები