აჭარა ტურისტულ გამოფენაზე ''Winter Travel Fair 2017''

08 ნოემბერი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები მოლდოვაში ტურისტულ გამოფენაზე  „Winter Travel Fair 2017“ წარადგინა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე აჭარის ეკონომიკის სამინისტროსა და კურორტ „გოდერძი“-ს წარმომდგენლებთან ერთად მონაწილეობდა. გამოფენის ვიზიტორებს აჭარის სტენდთან საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს გასცნობოდნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში ტურიზმის სახეობების შესახებ. ვინაიდან, გამოფენის მთავარი თემა ზამთრის კურორტები იყო აჭარის შემთხვევაში ხაზი სამთო-სათხილამურო კურორტს „გოდერძი“ გაესვა.


წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ფრანქფურტის, დუბაის, ბერლინის, ვილნიუსის, თელავივის, რიგის, ტალინისა და ვროცლავის ტურისტული გამოფენები. ამჟამად, დეპარტამენტი საქართველოს პოპულარიზაციას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევს. წლის ბოლომდე, აჭარის რეკლამირება ვარშავისა და ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე იგეგმება.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები