აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები გრძელდება

09 ნოემბერი, 2017

რეგიონში სერვისის გასაუმჯობესებლად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს ტრენინგებსა და კონსულტაციებს. ამჯერად, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ტრენინგები მიმტანებსა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს უტარდებათ. რეგიონში მოქმედი გამოცდილი პრაქტიკოსი ტრენერები კოლეგებს სტუმრის მომსახურებისა და მაღალი სერვისის შეთავაზების საერთაშორისო სტანდარტებს აცნობენ.

 

წელს, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, სურსათის უვნებლობა, დასუფთავება, პიარი და რეკლამა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები.

 

დამატებითი ინფორმაცია:

მთიან აჭარაში ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს ინტენსიური ტრენინგები წელს პირველად ჩაუტარდათ, რაც 207 საოჯახო-სასტუმრო სახლისა და კვების ობიექტის გადამზადებულ მეპატრონეს ითვალისწინებს. რაც შეეხება ქალაქს, ბათუმში ტრენინგ-კონსულტაციები 100-მა ადამიანმა გაიარა. მათ შორის წელს პირველად 16 გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. 60-მა დამწყებმა და მოქმედმა გიდმა კი ინტენსიური ტრენინგები 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გაიარეს.  თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკუსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისდა ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებდა. მსგავსი მასშტაბის ტრენინგ-კურსები გიდებისთვის წელს პირველად ჩატარდა. ჯამში, ბოლო 5 წელში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 1 637 ტურიზმის დარგში დასაქმებული ადამიანი გადამზადდა.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები