სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესივალი "დებიუტი"გაიხსნა

09 ნოემბერი, 2017

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი „დებიუტი“. ხუთი დღის განმავლობაში საუნივერსიტეტო სცენა დაეთმობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლატვიის ქალაქ ელგავას აგრარული უნივერსიტეტის, ლიტვის ქალაქ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თეატრებს. სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს თეატრალური ღირებულებების დამკვიდრებას, კულტურულ-შემეცნებითი პროექტების განხორციელებასა და სტუდენტთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

ფესტივალი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა დასმა ,,თეატრონმა’’ სპექტაკლის ,,რომანტიული კომედია’’ პრემიერით (რეჟისორი გიორგი ფირცხალაშვილი) გახსნა.

სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ რამდენიმე ღონისძიებით დაიწყო. „ბსუს ბენდის“ მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი, თეატრალურ კოსტიუმებში ჩაცმულმა მსახიობებმა სხვადასხვა თეატრალურ კომპოზიციაში გააცოცხლეს გმირები სპექტაკლებიდან, მოეწყო ბსუ-ს სტუდენტური თეატრის ფოტოგამოფენა და ფესტივალის მომზადების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

„დებიუტი“ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალის გახსნაზე მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები