დანდალო-არძენაძეების გზის რეაბილიტაცია სრულდება

14 ნოემბერი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილესთან რაულ ბერიძესთან ერთად ქედის  მუნიციპალიტეტში დანდალო-არძენაძეების  საავტომობილო  გზის კმ0+000-კმ1+000 მონაკვეთზე (1000 მეტრი)  მიმდინარე ორფენიანი ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს  შ.პ.ს „გზები“  აწარმოებს და პროექტის  სახელშეკრულებო ღირებულება  372 378  ლარს შეადგენს.    აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო  48 გრძ.მ. გაბიონი, 418 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი, 162 გრძ.მ. (154 ცალი) დამცავი ზღუდარები და 22 გრძ.მ. ლითონის მილი.  არჩილ ჩიქოვანის განცხადებით სამუშაოები ხვალ  დასრულდება.

კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები