აჭარა ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი

24 ნოემბერი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში TT WARSAV მონაწილეობს. საქართველოს, კერძოდ კი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს დეპარტამენტის წარმომადგენლები პოლონეთში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად უწევს პოპულარიზაციას.

ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთი-ერთი მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 40-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ორგანიზაცია მონაწილეობს. წელს, ვარშავის გამოფენა პოზნანისა და კატოვიცეს გამოფენების შემდეგ მესამე ტურისტული გამოფენაა პოლონეთში, სადაც  აჭარის ტურისტული პოტენციალია წარდგენილი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პოლონეთში აჭარის პოპულარიზაციას გამოფენებში მონაწილეობის გარდა  სხვადასხვა ღონისძიებებით გაუწია რეკლამირება, რაც  გარე რეკლამას,  ინფო-პრესტურებსა და აქტიურ ინტერნეტრეკლამას ითვალისწინებდა.

2017 წელს, დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 24 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორის ფრანქფურტის, ლონდონის, ბერლინის, ტოკიოს, ტალინის, თელავივის, ვილნიუსის, მინსკის, ბაქოს, კიევის, სტამბოლის, ალმათისა და რიგის ტურისტული გამოფენები. შემდეგ კვირაში, დეპარტამენტი რეგიონს უკვე ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწევს პოპულარიზაციას, რითიც გამოფენებში მონაწილეობა მიმდინარე წლისთვის დასრულდება. 


კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები