საჯარო სკოლების მშენებლობის მონიტორინგი

29 ნოემბერი, 2017

რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი. დღეს, კაპრეშუმის, სარფის, ზედა ახალშენისა და ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ჯემალ სურმანიძე და ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე გაეცნენ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სარფში სამსართულიანი სკოლა აშენდება, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, კეთილმოეწყობა საკლასო ოთახები და სხვა დანიშნულების ფართები. ასევე, განთავსდება სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ, მოეწყობა პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები. ასევე, დამონტაჟდება ლიფტი, კეთილმოეწყობა ეზო და ღია სპორტული მოედანი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საძირკვლის მოწყობითი სამუშაოები.

სოფელ კაპრეშუმში აშენდა ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შიდა სპორტული დარბაზით. სრული რემონტი ჩაუტარდა საკლასო ოთახებს და სხვა დანიშნულების ფართებს. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, კერძოდ მოეწყო პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები. ამ დროისათვის მიმდინარეობს ფასადისა და შიდა ინტერიერის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე ეზოს კეთილმოწყობა.

დღესვე, მინისტრი ქალაქ ბათუმის N17 და ზედა ახალშენის საჯარო სკოლების სპორტული დარბაზების მშენებლობის პროცესს გაეცნო.სპორტული დარბაზების მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.


კალენდარი

<<
<აპრილი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132627282930311
142345678
159101112131415
1616171819202122
1723242526272829
1830123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები