აჭარა საქმიანი ტურიზმის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ''IBTM World''

04 დეკემბერი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბარსელონას ტურისტულ გამოფენაში „IBTM World” მონაწილეობდა. დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად გაუწია. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. 

IBTM World” არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გამოფენა საქმიანი შეხვედრების, კონფერენციებისა და ბიზნეს ღონისძიებების გასამართად. წელს, გამოფენაში 150 ქვეყნის 3 000-მდე კომპანია მონაწილეობდა და წინასწარ დაგეგმილი შეხვედრების რაოდენობა 51 000  აღემატებოდა.

ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ყველა მნიშვნელოვანი კომპანია ბარსელონას ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა, რაც საუკეთესო საშუალება იყო ჩვენთვის კონტაქტების დასამყარებლად და სამომავლო ურთიერთანამშრომლობის დასაგეგმად. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოთი და შევთავაზეთ აჭარა, როგორც მათთვის ახალი ტურისტული პროდუქტი. ეს იყო როგორც ტურისტული, ასევე სარეკლამო კომპანიები, რომლებიც წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში დაგვეხმარებიან აჭარის პოპულარიზაციაში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ.

2017 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ჯამში, 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები