რისკების მართვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

04 დეკემბერი, 2017

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის დირექტორებისთვის და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის უსაფრთხოების თემის ირგვლივ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფასილიტატორები იყვნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის სამმართველო და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე,მთავრობის საკორდინაციო საბჭოს წევრი  სულიკო თებიძე ესწრებოდა.

ინგა შამილიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, შესაძლო რისკების და საფრთხეების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოისმინა და ქმედითი ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრის მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის შეფასება, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობის გააუმჯობესება წარმოადგენდა.

ინგა შამილიშვილმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ახალი ინიციატივის - საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ. საკოორდინაციო საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს, რაც რეგიონებში კრიზისების მართვას უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების კუთხით ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებაზე გამახვილდა, რა მიმართულებითაც უნდა გატარდეს სპეციალური ღონისძიებები, ჩატარდეს ტრენინგები, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება ბათუმის მასწავლებელთა სახლი.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები