სამუშაო შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებზე

05 დეკემბერი, 2017

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე,მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს წევრი სულიკო თებიძე, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ ცისკარაძე, დეპარტამენტის მოადგილე მამუკა თურმანიძე, ამავე სამმართველოს სახელმწიფო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ზვიად ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ.  შეხვედრის მიზანს რეგიონის სკოლებში არსებული მდგომარეობის შეფასება, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობის გააუმჯობესება წარმოადგენდა.  
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა აღნიშნა, რომ განათლების ფონდი/ ბათუმის მასწავლებლის სახლი ახორციელებს ტრენინგ-მოდულს,რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს  მასწავლებლის მომზადება, რათა შეძლონ ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკის შემცირებაში წვლილის შეტანა, ჩაატარონ რეგულარული სიმულაციები მოსწავლეებისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევის გამოსამუშავებლად და  მოამზადონ საჭირო მასალა საგანგებო სიტუაციისათვის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
401234567
41891011121314
4215161718192021
4322232425262728
442930311234
45567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები