ახალი ისტორიული მასალები აჭარის არქივში

07 დეკემბერი, 2017

    2017 წლის 6 დეკემბერს  აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველოში  გაიმართა რუსეთის სახელმწიფო ისტორიული არქივიდან შემოტანილი საარქივო დოკუმენტების პრეზენტაცია. საარქივო დოკუმენტების შემოტანა მოხერხდა  აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ზურაბ  პატარაძის შუამდგომლობითა  და პეტერბურგში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის ბადრი კაკაბაძის ფინანსური დახმარებით.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  ომარ მახარაძე;  ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავნჯდომარე გოჩა მგელაძე,  საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარე ნატალია ზოიძე, საკრებულოს წევრი  ნერიმან ცინცაძე.

       ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე: რამაზ სურმანიძე-მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და ოთარ გოგოლიშვილი-პროფესორი,  ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დირექტორი.

     პრეზენტაცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსი მაია  ივანიშვილი. შემოტანილი საარქივო დოკუმენტების პრეზენტაცია წარმოადგინა  საზღვარგარეთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან  ურთიერთობის, პუბლიკაციის  და გამოყენების  სამსახურის უფროსმა  თამაზ ფუტკარაძემ.

       სიტყვებით გამოვიდნენ და დოკუმენტების შემოტანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს  სულიკო თებიძემ,  რამაზ სურმანიძემ, ნატალია ზოიძემ და ოთარ გოგოლიშვილმა.

      დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.


(ფოტოების დასათვალიერებლად დააჭირეთ სურათზე და ისრით გადადით შემდეგზე)


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები