ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალი მანქანები გადაეცა

29 დეკემბერი, 2017

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ავტოპარკი 6 ერთეული Fiat-ის მარკის ავტომობილით განაახლა. ახალი ავტომობილების გადაცემას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან ერთად ესწრებოდა.

ზურაბ პატარაძემ მანქანების გადაცემის ღონისძიებაზე შეკრებილ ცენტრის თანამშრომლებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

,,ჩვენ გვჭირდება მაღალი სტანდარტების სრულად აღჭურვილი ტექნიკა. მინდა გავიხსენო, რომ ავტოპარკის განახლება შარშანაც განხორციელდა. გავიდა ერთი წელი და ქალაქ ბათუმის მერიამ შეისყიდა უკვე 6 ახალი, თანამედროვე ტიპის ავტომანქანა, სრული აღჭურვილობით. 518 ათასი ლარი დაიხარჯა სრულად ამ მანქანებისთვის, რომელიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ძალიან მნიშვნელოვანია სერვისების გაუმჯობესება, უნდა იყოს გამართული ტექნიკა, რათა სასწრაფო მანქანები ოპერატიულად მივიდნენ დანიშნულების ადგილას.

ახალი მანქანები ყველა საჭირო მოწყობილობითაა აღჭურვილი. ავტომობილების ღირებულება 518 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნული ავტომობილებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბალანსზე რიცხული ძველი ავტომობილები ჩანაცვლდება. ცენტრმა მაშინ 4 ერთეული ფოლკსვაგენის მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძინა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 13 ბრიგადა ჰყავს. ზამთრის სეზონზე დამატებით კიდევ 2 ბრიგადა მუშაობს.


კალენდარი

<<
<იანვარი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
011234567
02891011121314
0315161718192021
0422232425262728
052930311234
06567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები