გომარდულში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

30 დეკემბერი, 2017

გომარდულში ზამთრის ტურისტულის სეზონი გაიხსნა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი მზადაა ვიზიტორებს ისევ უმასპინძლოს. ოფიციალური ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გახსნა.

კურორტ გომარდულში ამ ეტაპზე 5 კოტეჯი და ერთი კვების ობიექტი ფუნქციონირებს, სადაც ერჯერადად 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქვეა 80 ადამიანზე გათვლილი 10 საოჯახო-სასტუმრო სახლიც. სეზონისთვის, კურორტზე არსებულ კოტეჯებში სრულად შეიცვალა წყლისა და გათბობის სისტემები. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კურორტამდე მისასვლელ გზას.

სეზონის გახსნის ღონისძიებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები