"გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების" ახალი პროგრამა

08 იანვარი, 2018

📌️ 2018 წლის პირველი იანვრიდან, ამოქმედდა - "გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების" ახალი პროგრამა.

 პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის დამატებით კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

 მოსარგებლეები:
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე და არ სარგებლობენ სახელმწიფოს ბიუჯეტით დაფინანსებული გულის ქირურგიის სამედიცინო მომსახურებით.

 დაფინანსების ფორმა:
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შესრულების წესით გათვალსიწინებული პროპორციების დაცვით, არაუმეტეს დაწესებულების მიერ გაცემული წინასწარ ანგარიშ-ფაქტურაში და სამედიცინო ვაუჩერში მითითებული თანხისა. დარჩენილ თანხას ფარავს პაციენტი.
🔸 მკურნალობის ღირებულება - 2000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება -100%-ით;
🔸 მკურნალობის ღირებულება - 2000 ლარზე მეტი -3000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება - 90%-ით; 
🔸 მკურნალობის ღირებულება - 3000 ლარზე მეტი -5000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება - 80%-ით;
🔸 მკურნალობის ღირებულება -5000 ლარზე მეტი დაფინანსდება -70%-ით.

 პაციენტებს სტატუსის გათვალისწინებით დაუფინანსდებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული გეგმიური და ურგენტული კარდიოქირურგიული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში, რომელიც მითითებული უნდა იყოს დაწესებულების მიერ წარმოდგენილ ანგარიშ - ფაქტურაში.

ℹ️ არ ფინანსდება: 
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის ღირებულებაზე მეტად მოთხოვნილი თანხა, განსხვავებული (ძვირადღირებული, წამლით დაფარული სტენტი) სტენტის ღირებულება, ასევე პირები, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი, საზღვარგარეთ ჩატარებული სამედიცინო მომსახურება. 

 იხილეთ დამატებითი ინფორმაცია:http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=618655&gid=3#.WlMtba7XaUk

კალენდარი

<<
<იანვარი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
011234567
02891011121314
0315161718192021
0422232425262728
052930311234
06567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები