ზურაბ პატარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო

12 იანვარი, 2018

დღეს ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ევა გოცირიძის ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. ზურაბ პატარაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა მეტად საპასუხისმგებლო საქმეში. ევა გოცირიძე 10 წლის განმავლობაში შეასრულებს მოვალეობას. მან ლალი ფაფიაშვილი ჩაანაცვლა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 1 დეკემბერს 90 ხმით პარლამენტმა აირჩია. მის კანდიდატურას მხარს საპარლამენტო ოპოზიცია არ უჭერდა. ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები