სარფის საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

07 თებერვალი, 2018

სოფელ სარფში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. დღეს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ჯემალ სურმანიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე გაეცნენ.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 2017 წელს დაიწყო სარფის საჯარო სკოლის მშენებლობა. პროექტის მიხედვით აშენდება სამსართულიანი სკოლა, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, კეთილმოეწყობა საკლასო ოთახები და სხვა დანიშნულების ფართები. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ, მოეწყობა პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები. ასევე, დამონტაჟდება ლიფტი, კეთილმოეწყობა ეზო და ღია სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით. ამ ეტაპზე დასრულდა პირველი სართულის მშენებლობა, მიმდინარეობს მეორე სართულის კოლონების მოწყობა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 759 000 ლარით.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განახორციელებს 11 ინფრასტრუქტურულ პროექტს, კერძოდ, აშენდება 5 და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 6 საჯარო სკოლას.

კალენდარი

<<
<თებერვალი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
052930311234
06567891011
0712131415161718
0819202122232425
092627281234
10567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები