შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი შუახევში

12 თებერვალი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ანზორ ბოლქვაძესთან და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი პირებთან ერთდ გაეცნო.

,,დასრულების ეტაპზეა შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობის სამუშაოები. მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის ფონდიდან უკვე დახარჯულია 120 000 ლარამდე. ეს იქნება დღის სტაციონარი. შესაბამისად, აქ მოიწვევენ სპეციალისტებს. ცენტრში დასაქმდება 15 ადამიანი. ამ პროექტში ჩართულნი არიან საერთაშორისო ექსპერტები. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით იქნება შეძენილი ტექნიკა.

ეს ნამდვილად წარმატებული პროექტია. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაკვეთა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ბენეფიციარები, რომლებიც დღეს ფიზიკურად ვერ მოდიან დაბამდე, მიიღებენ 24 საათიან მომსახურებას. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის შშმ პირების კეთილდღეობას“ -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ცენტრი 0-დან 18- წლამდე 100 შშმ ბენეფიციარზეა გათვლილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ იგეგმება ცენტრის ინვენტარიზაცია და სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც 15 ადგლობრივს გადაამზადებს.ისინი სამომავლოდ ბენეფიციარებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ. მიმდინარე სამუშაოებზე 118 555 ლარია გამოყოფილი. სამუშაოთა 50% უკვე შესრულებულია. დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

შუახევის მუნიციპალიტეტში წელს 41 ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის მნიშვნელოვანია სოფელ ინწკირვეთში მთა გორის ძირიდან, სოფელ ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. ასევე ხაბელაშვილები-ბუთურაული- მახალაკიძეების ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროგრამის თანახმად განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხიჭაური შუახევის მონაკვეთზე გარე განათებების მოწყობა, ინწკირვეთის სახლის მშენებლობა, დაბის სტადიონის რეაბილიტაცია, დაბის საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების მოწყობა. მუნიციპალიტეტში 4 150 000 ლარის ღირებულების 41 პროექტია დაგეგმილი.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები