ბათუმის ესტაკადას მშენებლობის მიმდინარეობა

07 მარტი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ესტაკადის მიმდინარე მშენებლობას გაეცნო.

ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მშენებლობა და უშუალოდ ესტაკადის საძირკვლის მოწყობა. პროექტის მიხედვით ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა ჯამში 1 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება. აღნიშნული გზის 500 მეტრის მოწყობა უკვე დასრულებულია, ხოლო მეორე ნაწილი კი მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. პარალელურად ესტაკადის საძირკვლის სამუშაოები (პანდუსის ხიმინჯების ჩასასმელ ტერიტორიაზე გრუნტის ამოჭრა) და ასევე ხიმინჯების მოწყობა ხორციელდება, რომლის შემდეგაც უშუალოდ ხიდის მშენებლობა დაიწყება.

სამშენებლო პროცესში დაახლოებოთ 60 ადამიანია დასაქმებული, პროექტის მიმდინარეობის პროცესში ეს რაოდენობა 80 მდე გაიზრდება. ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივლისში გეგმავს. ბათუმის ესტაკადა ხელს შეუწყობს ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვას და ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურად განხორციელებას, რაც რეგიონის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას მოემსახურება.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები