საგაზაფხულო გამოფენა

07 მარტი, 2018

დღეს, ბათუმის სამხატვრო სკოლამ დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ გამოფენას უმასპინძლა. ადგილობრივმა მხატვრებმა საგამოფენო დარბაზში გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი ტილოები გამოფინეს. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ჟანრობრივად მრავალფეროვანი ექსპოზიცია - პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, გობელენი, ბატიკა. საგაზაფხულო გამოფენის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ესწრებოდა. გამოფენაში მონაწილე ქალ მხატვრებს სიმბოლური საჩუქრები, საღებავების ნაკრები გადაეცათ. გამოფენა, რომელიც სამხატვრო გალერეაში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება აჭარის მხატვართა კავშირის ორგანიზებით მოეწყო.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები