ძვალ-სახსართა თანდაყოლილი დეფორმაციების დიაგნოსტიკა

09 მარტი, 2018

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა განვითარების ადრეულ ასაკში ძვალ-სახსართა თანდაყოლილი დეფორმაციების დიაგნოსტიკა უფასოა. მ.შ. მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და დისპლაზიის დროული გამოვლენა და დიაგნოსტიკა.

 პროგრამა ვრცელდება მუნიციპალიტეტებში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) მცხოვრებ 0-2 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

  პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

- ორთოპედის კონსულტაცია (პირველადი)

- პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში, რენტგენოლოგიური გამოკვლევა

- Ca-ის შემცველი მედიკამენტოზური პრევენცია ყველა მომართულ ბენეფიციარზე

სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება მუნიციპალიტეტებში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების დონეზე.

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს -  80 800  ლარს.

დაგეგმილია 4100 ბენეფიციარის მომსახურება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: (0422) 27-03-91


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები