აჭარა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ''ITB BERLIN''

07 მარტი, 2018

აჭარის ტურიზმიდეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე „ITB BERLIN“ წარადგენს. დეპარტამენტი გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობს.

ბერლინის სართაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი გამოფენაა მსოფლიოში. მასში 180 ქვეყანაა წარმოდგენილი და გამოფენაზე 100 000-ზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან. გამოფენა 6 მარტს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გახსნა.

"ბერლინის გამოფენა ტურიზმის სფეროში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. გამოფენის ფარგლებში 2018 წლის ტენდენციებზე, რომელიც ტურიზმის მომავალს განსაზღვრავს არაერთი სპიკერი საუბრობს. ათობით შეხვედრა ამ დღეების მანძილზე ზუსტად მსგავს თემატიკას ეძღვნება. ტურიზმი როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე გლობალურ ეკონომიკაში უდიდეს როლს თამაშობს. ამიტომაცაა ეს ინდუსტრია ასე მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნებისთვის, ასევე ბიზნეს ჯგუფებისთვის. თანამედროვე ტენდენციების გაცნობასთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს, თუ ბიზნეს ჯგუფს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალი." განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები