ლევან დავითაძე DCFTA საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაციას დაესწრო

09 მარტი, 2018

✔ბათუმში DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა.

►შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტს შეეხო.

►ღონისძიებას ბიზნეს-ასოციაციების, დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

►პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა. მეწარმეებმა DCFTA (საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტი) საინფორმაციო ცენტრის ექსპერტებისგან, ევროკავშირის ბაზრისა და შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

►შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორმა კატია კამერერმა მიმართეს.

►საქართელოში DCFTA საინფორმაციო ცენტრები, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ევროაკავშირისა და GIZ-ის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში უკვე 4 ქალაქში ფუნქციონირებს. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო მეწარმეებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ისარგებლონ.

►ახალი ცენტრი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები