ბათუმის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

09 მარტი, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ანდრო ენუქიძესთან და დირექტორთან ოთარ კალანდაძესთან ერთად თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, შეიცვალა გათბობა - ვენტილაციის სისტემა, ჩატარდა სახანძრო რეზერვუარის აღდგენითი სამუშაოები. რესტავრაცია უტარდება თეატრის ჭაღსა და სკამებს, დამონტაჟდება ახალი განათებისა და გახმოვანების აპარატურა. პროექტის თანახმად თეატრის პირველ სართულზე განთავსებული იქნება თეატრის მუზეუმი და ლიტერატურული კაფე. თეატრი უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმნისთვის საჭირო ტექნიკით, რაც თეატრს საშუალებას მისცემს უმასპინძლოს საერთაშორისო ფესტივალებს. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები