ტრენინგები ლოტბარებისთვის და ქორეოგრაფებისთვის

09 მარტი, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებითა და დაფინანსებით ლოტბარებისთვის და ქორეოგრაფებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. მასტერკლასების მიზანია ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის საშემსრულებლო ხელოვნების დახვეწა-გამდიდრება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების ამაღლება, ავთენტური ტრადიციების დაცვა. ტრენინგებში მონაწილეობენ ასევე, სკოლის გარეშე სახელოვნებო დაწესებულებების მასწავლებლები. ტრენინგები ლოტბარებისათვის და ქორეოგრაფებისთვის 14 მარტის ჩათვლით მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტრენინგის მიმდინარეობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე დაესწრო. ქობულეთში ტრენინგში მონაწილე 11 ქორეოგრაფს და 11 ლოტბარს სერტიფიკატები გადაეცა. წარმატებულად დასრულდა ასევე ტრენინგები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც სერტიფიკატები გადაეცა 11 ქორეოგრაფსა და 9 ლოტბარს. დღეს ტრენინგები ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ტრენერები: ნანა ვალიშვილი - ეთნომუსიკოლოგი, მომღერალი, ლოტბარი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, ექსპერტი სამუსიკო ფოლკლორის დარგში; ღირსების ორდენის კავალერი; ნინო (ნუნუკა) შველიძე - ეთნომუსიკოლოგი, მომღერალი, პედაგოგი, ექსპერტი სამუსიკო ფოლკლორის დარგში; უჩა დვალიშვილი - ქორეოლოგი, ქორეოგრაფი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, ექსპერტი ქორეოგრაფიაში, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების ლიდერი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი; ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, „ქართული ცეკვის რაინდი“; გიორგი ჩაჩავა - საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის საბჭოს საპატიო წევრი, მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბათუმის საპატიო მოქალაქე.

კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები