სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა იწყება

13 მარტი, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მეშვიდე წელია წარმატებით ახორციელებს პროექტს - აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადას, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობას ღებულობს 2000-ზე მეტი ბავშვი და 100-ზე მეტი ქორეოგრაფიული და საგუნდო კოლექტივი, რომლის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება.
ოლიმპიადა წარიმართება ეტაპობრივად. პირველი ეტაპი ჩატარდბა 2018 წლის აპრილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თითოეულ მუნიციპალიტეტში ინდივიდუალურად, მეორე ეტაპი ჩატარდება 2018 წლის მაისში ხულოს, შუახევისა და  ქედის შემოქმედებითი ჯგუფებისათვის ერთად ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხოლო ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის შემოქმედებით ჯგუფებისათვის ერთად - ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ოლიმპიადის ფინალური  ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 2018 წლის 8 მაისს სსიპ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. საპრიზო ადგილებზე გასულ კოლექტივებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები, რაც ითვალისწინებს სასცენო კოსტუმების შეძენას (გრანპრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილი), გამარჯვებულებს (გრანპრის მფლობელებს), ასევე დაუფინანსდებათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ გასტროლი (არაუმეტეს 10 000 ლარი თითოეულს), ხოლო გარკვეულ ნომინაციებზე წარდგენილ ანსამბლებს და შემსრულებლებს გადაეცემათ სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქრები. 



კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები