ფორუმი მშენებლობის პროფესიული უნარების შესახებ

13 მარტი, 2018

დღეს, ბათუმში „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“(GIZ), „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და პროფესიულ კოლეჯებთან ,,ბლექსი“ და „ახალი ტალღა“* თანამშრომლობით ფორუმი - „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის - მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“ გაიმართა.
ფორუმის ძირითადი საკითხები იყო: ტენდენციები და პოლიტიკა სამშენებლო სექტორში, სამშენებლო სექტორი პროფესიული უნარებისთვის, ასევე სამშენებლო სექტორში შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სხვა. 
ფორუმში მონაწილეებს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მიესალმა. ფორუმში მონაწილეობდნენ კატია კამერერი - პროგრამის დირექტორი (GIZ), კერძო სექტორისა და ტექნიკური პროფესიული განათლების პროგრამის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ გამგეობის წევრები, აღმასრულებელი დირექტორი - ანა საბახტარიშვილი და ასოციაციის წევრი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.
ფორუმის მიზანს წარმოადგენდა დიალოგი სამშენებლო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რათა გამოიკვეთოს რა პრობლემების წინაშე დგას დარგი და რომელი კვალიფიკაციების დეფიციტი იკვეთება შრომის ბაზარზე. ასევე, განხილული იქნა შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები.
ფორუმზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, სამშენებლო გამოფენების ორგანიზატორები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სამშენებლო ფედერაციები, დამსაქმებელთა ასოციაციები, მშენებლობის სფეროს ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები