თანამშრომლობის ფორუმი 2018

13 მარტი, 2018

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და მოადგილე რაულ ბერიძე დღეს, სასტუმრო რედისონის საკონფერენციო დარბაზში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ინიციატივით, ააიპ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა“ და სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბლექსის“ მხარდაჭერით ჩატარებულ ურთიერთთანამშრომლობის ფორუმს „პროფესიული უნარები - მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“ დაესწრო, რომლის მიზანი იყო, შედგეს დიალოგი სამშენებლო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რათა გამოიკვეთოს, რა პრობლემების წინაშე დგას დარგი და რომელი კვალიფიკაციების დეფიციტი იკვეთება შრომის ბაზარზე. სხვა მომხსენებლებთან ერთად ფორუმზე სიტყვით გამოვიდა არჩილ ჩიქოვანი თემით: პრიორიტეტები, ხარისხის კონტროლი და შრომის უსაფრთხოება.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები