ირანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან შეხვედრა

14 მარტი, 2018

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ირან–საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

აღინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში. გასულ წელს არაერთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი შედგა, მათ შორის, 2017 წლის ნოემბერში, როცა ირანის მაღალი დონის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის“ ფორუმში. მხრეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით დადებით დინამიკას. აღინიშნა, რომ 2017 წლის მაჩვენებლებით, ირანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი პარტნიორია ტურიზმის სფეროში, რასაც მნიშვნლოვნად შეუწყო ხელი უვიზო მიმოსვლის შემოღებამ. აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაც.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს აჰმად ალირეზაბეგს და დელეგაციის წევრებს საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყამავშაჰიდი, ირანის გენერალური კონსული ჰოსეინ მაშჰადი, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მრჩეველი რუბენ მორგოშია, საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა კიკნაველიძე და სხვა ოფიციალური პირები.

დღესვე, დელეგაციის წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდებიან.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები