შეხვედრა ლიბიის ციხიდან განთავისუფლებულ მეზღვაურთან

14 მარტი, 2018

დღეს ბათუმში, საზღვაო ადმინისტრაციაში ლიბიის ციხიდან განთავისუფლებულ მეზღვაურთან ნუკრი ხოხბასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს, აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი და საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პატიმრობიდან განთავისუფლებული მეზღვაური ნუკრი ხოხბა საქართველოში გუშინ, 13 მარტს დაბრუნდა. ბათუმშის აეროპორტში მას საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის, საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. ნუკრი ხოხბას გათავისუფლების საფუძველი გახდა ბრალდების ნაწილში ხომალდის ეკიპაჟის რიგითი წევრების ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა, რომელთა შორის იყო ქართველი მეზღვაურიც, ხოლო კაპიტნისა და თანაშემწის საქმე გადაეცემა საბრალდებო პალატას და გაგრძელდება სასამართლო ძიება.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ინტენსიურად მუშაობს ლიბიაში პატიმრობაში დარჩენილი სამი ქართველი მეზღვაურის განთავისუფლებაზე. პროცესში აქტიურად არის ჩართული როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საზღვარგარეთ საქართველოს მისიები, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია, ასევე პარტნიორი ქვეყნების საელჩოები.

ქართველი მეზღვაურები ლიბიაში საზღვაო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით 2017 წლის აგვისტოში დააკავეს. აჭარის მთავრობა მათი დაკავების დღიდან აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ პროცესებში და აწარმოებენ ინტენსიურ კომუნიკაციას როგორც ოჯახის წევრებთან, ისე შესაბამის უწყებებთან.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35272829303112
363456789
3710111213141516
3817181920212223
3924252627282930
401234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები