ზურაბ პატარაძე აჭარისწყალი-კირნათის მიმართულებით ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

12 აპრილი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე და საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტში აჭარისწყალი-კირნათი 4 235 მეტრზე საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის  სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

აჭარისწყალი-კირნათის 4 235 მეტრზე მონაკვეთზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ორფენიანი საფარით ხორციელდება. მთლიანობაში, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი მოეწყობა 26 326 კვადრატულ მეტრზე. ამ ეტაპისთვის ასფალტობეტონის   საფარი მოწყობილია 1600 გრძივ მეტრზე.  სამუშაოებს  შ.პ.ს. „ზიმო-7“  ასრულებს. პროექტის  სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ‎1 904 585 ლარს.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 16,185 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა 5 მიმართულებით.

,,როგორც ხედავთ გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია მაჭახელას ხეობის  მიმართულებით ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.  ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ლამაზ ხეობაში. აჭარისწყლიდან კირნათის მიმართულებით იგება 4, 5 კმ ასფალტის გზა. მოპირკეტდება ირგვლივ არსებული ტერიტორია : მოეწყობა პარაპეტები, კიუვეტები, ასევე, ჩატარდება ფერდსამაგრი სამუშაოები. სრულად მოხდება გზის რეაბილიტაცია. ამ პროექტისათვის იხარჯება 2 მლ ლარამდე თანხა,“- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.  

სულ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია ‎16 579 851 მილიონ ლარამდე.


კალენდარი

<<
<ივლისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262526272829301
272345678
289101112131415
2916171819202122
3023242526272829
31303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები