ბათუმის ბულვარში იასონ გორდეზიანის სკულპტურა დაიდგა

14 აპრილი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ბულვარში იასონ გორდეზიანის ძეგლი გახსნა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წევრები და იასონ გორდეზიანის შთამომავლები ესწრებოდნენ. 

ბათუმის ზღვისპირა ბულვარს, ცნობილი კოლონადების მიმდებარედ, კიდევ ერთი ახალი ღირშესანიშნაობა შეემატა. ისტორიული მნიშვნელობის მატარებელი ახალი სკულპტურა  ერთნაირად მიმზიდველი იქნება როგორც ბათუმელებისთვის, ისე მისი სტუმრებისთვის.
 
იასონ გორდეზიანის სახელი  მჭიდროდაა დაკავშირებული ბათუმის ბულვარისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის განახლება-განაშენიანებასთან. იგი მიიჩნევა ღირსეულ გამგრძელებლად ისეთი ცნობილი მებაღეებისა, როგორებიც იყვნენ რესლერი და დალფონსი. 

„დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ ბათუმელებმა, ისევე როგორც ჩვენმა სტუმრებმა ახალი ღირშესანიშნაობის - იასონ გორდეზიანის ძეგლის გახსნით. ეს იყო ადამიანი, რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ბათუმის აღმშენებლობაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის და ულამაზესი სანაპირო ბულვარის განაშენიანებაში. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი უფრო მიმზიდველი და უფრო ლამაზი გამხდარიყო. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

იასონ გორდეზიანი ქ. ბათუმის მთავარი მებაღე და ცნობილი დეკორატორი იყო. მას განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, კერძოდ, ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალურ ინსტიტუტში, რის დამთავრების შემდეგაც  მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. როგორც აღიარებული სპეციალისტი, იგი სამუშაოდ მიწვეული იყო ლონდონის ბოტანიკური ბაღის მებაღე-დეკორატორადაც. 

იასონ გორდეზიანის დეკორატიული სკულპტურის ავტორია მოქანდაკე ირაკლი წულაძე. ქანდაკების განთავსება ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სპეციალური კომისიის ჩართულობით განხორციელდა. ახალი სკულპტურის შექმნასთან ერთად, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გამოიცა იასონ გორდეზიანისადმი მიძღვნილი ოთარ გაგუას წიგნი „ საკაოდან-ლონდონამდე“.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31303112345
326789101112
3313141516171819
3420212223242526
35272829303112
363456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები