ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 94 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდა

14 აპრილი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებულ  ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი სახლების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. ზურაბ პატარაძესთან ერთად, კახეთის რეგიონში, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე იმყოფებოდნენ. 

2004-2009 წლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი 2015 წელს დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა, მთელი საქართველოს მასშტაბით კი - საკუთრების მფლობელი 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი გახდა და ეს პროცესი გრძელდება. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად,  ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში მე-20 საუკუნის 80-იან წლების ბოლოს აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებსაც შეხვდა. 

ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა თავად დაარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთი“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, სოფლის განვითარების ხელშესაწყობად, პროექტებს ახორციელებს. მხოლოდ 2017 წელს სოფელ ჰერეთისკარში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძირითადად სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და გასავითარებლად,  მცირე გრანტები  40 ოჯახზე გაიცა.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები