აჭარა 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგება

16 აპრილი, 2018

აჭარის ტურისტულ პოტენციალს რეკლამირება ბაქოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „AITF-2018“ გაეწია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა. გამოფენაზე საქართველოს სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა და აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ დაათვალიერეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი. ბაქო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას 20 ქვეყნის 230 კომპანია ღებულობდა. გამოფენას ტურისტული ინდუსტრიის 4 ათასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო გამოფენებზე განახლებული სარეკლამო-საინფორმაციო მასალებით წარსდგა. რაც ძალიან კარგი საშუალებაა ვიზიტორებისა და რეგიონის პოტენციური ტურისტებისთვის დეტალური ინფორმაცია მიიღონ აჭარაში არსებული საზღვაო და სამთო პროდუქტების შესახებ. 2018 წელს, დეპარტამენტი რეგიონს ჯამში 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442930311234
45567891011
4612131415161718
4719202122232425
48262728293012
493456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები